შალვა პაპუაშვილი: კახა კალაძე არის თბილისის საუკეთესო მერი და 2 ოქტომბრის არჩევნებსაც ის მოიგებს

Read Time:30 Second

კახა კალაძე არის თბილისის საუკეთესო მერი და შესაბამისად ის იქნება შემდეგ წლებშიც და 2 ოქტომბრის არჩევნებსაც ის მოიგებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“თბილისმა იგრძნო, რას ნიშნავს მზრუნველი მერი. ეს იგრძნობა გარემოზეც. მაგალითისთვის იცით, რომ ჰაერის დაბინძურება ქალაქში 25 პროცენტით არის შემცირებული. ვხედავთ იმასაც, თუ როგორ იმატებს გამწვანებული სივრცეები თბილისში, როგორ გადაეწყო სატრანსპორტო სისტემაც. ეს ის საკითხებია, რაც ხილულია თვალით და კიდევ ბევრი რამ არის კომუნიკაციების გამართვის კუთხით გაკეთებული, რასაც ასე ზედაპირულად თვალით ვერ ვხედავთ. ამიტომ, კახა კალაძე არის თბილისის საუკეთესო მერი და შესაბამისად, ის იქნება შემდეგი წლებიც და 2 ოქტომბრის არჩევნებსაც ის მოიგებს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბადრი ჯაფარიძე: ჩვენი ამოცანაა ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ
Next post კვლევა: Pfizer-ის ან AstraZeneca-ს ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია