საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვენაში ოდირ-ის დირექტორს შეხვდნენ

Read Time:34 Second
ავსტრიის დედაქალაქში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაცია ეუთო/ოდირ-ის დირექტორს, ინგებორგ გისლედოტირს შეხვდნენ.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაცით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ამ კუთხით საკანონმდებლო ორგანოს როლსა და ჩართულობაზე ისაუბრეს. ოდირი-ს დირექტორმა საქართველოსა და ოდირ-ს შორის არსებული თანამშრომლობა დადებითად შეაფასა და აღნიშნული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოდირი-ს რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე დელეგაციის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ და დელეგაციის წევრებმა, ირაკლი ბერაიამ და ირაკლი კობახიძემ აღნიშნეს, რომ ხელისუფლების მიდგომას დადებითი წინასაარჩევნო და საარჩევნო გარემოს შექმნა და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობაში წარმოადგენს. შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრები და ოდირ-ის დირექტორი აქტიურ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარეს
Next post კახა კალაძე: მეტი ვანო ოპოზიციას!