პირველადი ჯანდაცვა მეტ ინვესტირებასთან ერთად, რეფორმირებას მოითხოვს – კაკაურიძე
პირველადი ჯანდაცვის რგოლში მეტი ინვესტირება და რეფორმირება არის საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„სწორი მიდგომაა, რომ პირველად ჯანდაცვაში მეტი ინვესტირება, საბოლოო ჯამში, ჰოსპიტალურ სექტორს განტვირთავს და ხარჯებს შეამცირებს. თუმცა, რაც შეეხება ზოგად პირველად ჯანდაცვას, ფულთან ერთად, მას რეფორმის განხორციელებაც სჭირდება. უბრალოდ ფული რომ ჩავდოთ, შედეგს ვერ მივიღებთ, მაგრამ ხარჯი გაგვეზრდება, როგორც პირველად ჯანდაცვაში, ასევე ჰოსპიტალურ სექტორში. აქედან გამომდინარე, მომდევნო წლის ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებები იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
აღსანიშნავია, რომ ინვესტირებისა და რეფორმირების აუცილებლობის გარდა, მინისტრის მოადგილემ პირველადი ჯანდაცვის საკითხების ადგილობრივ დონეზე ეტაპობრივად დელეგირების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„მომდევნო წელს, პასუხისმგებლობას, ეტაპობრივად, ჯანდაცვის სამინისტრო აიღებს და რემონტებისა და სოფლის ამბულატორიების ნაწილში გარკვეული ცვლილებები განხორციელდება. ვთანხმდებით, რომ საბოლოო ჯამში, ეს საკითხი სამართავად მერიებს უნდა გადაეცეს და ფუნქცია ადგილობრივ დონეზე უნდა შესრულდეს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა, რათა ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, აეროპორტები კი მეტ მგზავრს მოემსახუროს
საქართველოს ავიაბაზარზე ორი საერთაშორისო ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარული რეისების შესრულებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო მიმოსვლის ფრენის ნებართვა ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia -...
ლარში აღებულ 180 ათასზე მეტ სესხზე პროცენტი მცირდება
მომავალი თვიდან ლარში აღებულ სესხებზე ყოველთვიური შენატანი მცირდება. სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ, 13...
ლევან დავითაშვილი – გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, რათა ინფლაციური წნეხი მაქსიმალურად მსუბუქი ყოფილიყო
ჩვენ მოვახდინეთ ინფლაციის კონტროლში მოქცევა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ყველა ქვეყნის ეკონომიკისთვის, მათ შორის, ჩვენი ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ...
მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქვეყნები საცხოვრებლად – რომელ ადგილზეა საქართველო?
numbeo ცხოვრების ღირებულების 2024 წლის ინდექსს აქვეყნებს, სადაც საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნებია წარმოდგენილი. ქვეყნები, რომლებსაც 100-ზე ნაკლები ქულა აქვთ, შედარებით...
“ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები რომ საქართველოში იფრინონ”
ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები, რომ საქართველოში იფრინონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის...
როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თაღლითებმა არ აიღონ სესხი თქვენი სახელით
აკონტროლეთ ვის აქვს წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე და შეამოწმეთ თქვენი საკრედიტო ისტორია. თაღლითებს ნამდვილად შეუძლიათ უცხოსგან სესხის აღება. მომხმარებელი კი...