თეა წულუკიანი: ჩვენ გვაქვს საზღვარი, იქ დგას ქართველი მესაზღვრე და არცერთი ადამიანი ჩვენ საზღვარზე არ შემოდის შემოწმების გარეშე

Read Time:56 Second

ჩვენ გვაქვს საზღვარი, იქ დგას ქართველი მესაზღვრე და არცერთი ადამიანი ჩვენ საზღვარზე არ შემოდის შემოწმების გარეშე რაც არ უნდა მეორე მხარეს კილომეტრიანი რიგები იდგეს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ის, ვინც შეიძლება არ იყოს უსაფრთხო ქვეყნისთვის, ის ვერც შემოდის.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ რიცხვი გაზრდილია, ვსაუბრობთ იმ რიცხვზე, ვინც ჩვენმა მესაზღვრემ მიიჩნია, რომ შეიძლებოდა შემოვიდეს ან ტრანზიტის მიზნით, ან ბოლოს და ბოლოს იმიტომ, რომ მას აქ აქვს წარსული, ჩვენი ქვეყნის შვილი იყო, შემდეგ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და შესაბამისად აქაურად რჩება, ან აქვს ლეგიტიმური მიზანი რომ შემოვიდეს, ანუ ის უსაფრთხოა ქვეყნისთვის. ის, ვინც შეიძლება არ იყოს უსაფრთხო ქვეყნისთვის, ის ვერც შემოდის. აქედან გამომდინარე, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მხოლოდ რიცხვის გაზრდის გამო ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ვიღაცას სურს, რომ ვიყოთ. მაგალითად, ისმის ყოველი მეორე თბილისში რუსია, გვიშველეთ, შემოგვესივნენ რუსები, – ეს რა თქმა უნდა, არ არის სერიოზული. საფუძველი შიშის არ არსებობს, რიცხვი გაზრდილია, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მარტო იმათზე, ვინც შემოვიდა, ვინც ვერ შემოდის, ამათზე ნაკლები აქცენტი კეთდება და უნდა კეთდებოდეს, რადგან ეს საზღვრის მართვის საკითხია და ამისთვის გვაქვს ჩვენ საზღვარი და გვიდგას მესაზღვრე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პირველადი ჯანდაცვა მეტ ინვესტირებასთან ერთად, რეფორმირებას მოითხოვს – კაკაურიძე
Next post ჯუანშერ ბურჭულაძე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯარისკაცებს აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე ევროპის უმეტესი ქვეყნების ჯარს