მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2020 წლის მთავარი რისკები დაასახელა

Read Time:42 Second

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2020 წლის მთავარი გამოწვევები დაასახელა „2020 წლის გლობალური რისკების ანგარიშში“. იმის გათვალისწინებით, რომ წინა წლის განმავლობაში აქტუალობას არ კარგავდა წყალდიდობები და გვალვები,  გამანადგურებელი ხანძრები ავსტრალიასა და ამაზონის ტყეებს მოედო, ხოლო ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი წლის ადამიანად დაასახელა ჟურნალმა Time-მა, არაა საკვირველი, რომ გარემოს საკითხები 2020 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

ანგარიშის მიხედვით, როგორც შემდგარი, ასევე ახალბედა ხელმძღვანელები არიან შეთანხმებული, რომ კლიმატის ცვლილებები არის გრძელვადიანი საფრთხე, რომელსაც სამყარო ეჯახება.

ანგარიშში მოცემულია რესპონდენტთა ორი ჯგუფის გამოკითხვის მონაცემები. ესენია Multistakeholders (ესაა ფორუმის ქსელი, რომელშიც შედიან ბიზნესლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ა.შ) და Global Shapers Community (შედგება ახალგაზრდა, შთაგონებით სავსე 30 წლამდე ახალგაზრდებისგან, რომლებიც მუშაობენ ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე). ანგარიშში ვხედავათ, რომ Multistakeholders-ების 78.5% 2020 გამოწვევად ეკონომიკურ კონფრონტაციებს მიიჩნევს, მაშინ, როცა Global Shapers-ების უმეტესობა (88.8%) ამ წლის მთავარ პრობლემად უკიდურესად ცხელ ტალღებს ასახელებს.

espersona.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია გადადგომის შესახებ კითხვაზე – მაინცდამაინც დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას
Next post დღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება