რობერტ სტურუა: ქვეყანაში ახლა მიდის ბრძოლა ფულისთვის – ასე რომ უყვარდეთ ქართველებს ფული, არ ყოფილა საუკუნეების განმავლობაში

Read Time:36 Second

მე მიმაჩნია, რომ უკვე ჩაიდინა დიდი შეცდომა ამ ოპოზიციამ. თუ არავინ უშლიდა ხელს მათ გამოსვლას, სტვენას, ყვირილს, პოლიციელებზე შეტევას, რატომ გვიშლიან უბრალო, ნორმალურ ადამიანებს? მინდა გავიხსენო ძველი ქართული გამონათქვამი – ქრისტიანი არა ხარ? ეს არ გულისხმობდა რელიგიას, ეს გულისხმობდა შემდეგს – ადამიანები არ ხართ? – ასე გამოეხმაურა რობერტ სტურუა გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, როდესაც მონაწილეები ხვალინდელი შეკრებისთვის დამონტაჟებული სცენის დაკავებას ცდილობენ.

ამ თემაზე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გადაცემაში „იმედი LIVE“ საუბრობდა. კითხვას „რისთვის მიდის ახლა ბრძოლა ქვეყანაში“, სტურუა ასე პასუხობს.

„ფულისთვის. ასე რომ უყვარდეთ ქართველებს ფული არ ყოფილა საუკუნეების განმავლობაში. მე-19 საუკუნეში ყველა პიესაში, ვისაც უყვარს ფული არ არის ქართველი. მეოცე საუკუნეში, რომ დაიწყო – ფულის გამო ყველაფერს ჩაიდენენ. უბრალოდ სირცხვილია. ჩემი ერის ასეთი წარმომადგენელი მეზიზღება“, – თქვა რობერტ სტურუამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პეტრე ცისკარიშვილი: ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, დაუპირისპირდნენ ხალხს
Next post მამუკა მდინარაძე: ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? – პატრიოტიზმი არ არის, რომ უარგუმენტოდ რაღაცას რუსული ეძახო