მამუკა მდინარაძე: ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? – პატრიოტიზმი არ არის, რომ უარგუმენტოდ რაღაცას რუსული ეძახო

Read Time:49 Second

ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს, იქნებ პოლიციელმა ფეხი დააბიჯოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, რამდენჯერ უნდა გამოცადონ პოლიციელების ნერვები და პატრიოტიზმი?!

ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს, იქნებ პოლიციელმა ფეხი დააბიჯოს. რამდენად ამაყი და მაგარი ბიჭები გვყავს – შარშანაც დაუფინეს ასე, დააგდეს დროშა, შეურაცხყოფა მიაყენეს. აიღო პოლიციელმა და აკოცა. წელს დაუფინეს, მივიდნენ პოლიციელები, გამოეყვნენ თავის გუნდს, სამხედრო პატივით, ორმა, სამმა ადამიანმა აიღო, დაკეცა პროტოკოლური წესით, პატივით და ისე მიაწოდა დემონსტრანტებს. რამდენჯერ უნდა გამოცადონ ამ ადამიანების ნერვები და პატრიოტიზმი?! არ უნდა იკადრონ ასეთ რაღაცები.

ხვალ ნახავენ ქართველი ხალხის ძალას. კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან იმაში, რისიც ძალიან ეშინიათ. პატრიოტიზმი არ არის, რომ უარგუმენტოდ რაღაცას რუსული ეძახო. პატრიოტიზმი არის შენი ქვეყნის რეალურ დამოუკიდებლობაზე და რეალურ ევროპულობაზე იფიქრო, საქმე აკეთო და არა შენი ქვეყნის საბოტაჟით იყო დაკავებული, როგორც არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს მდიდარი „ენჯეოები“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რობერტ სტურუა: ქვეყანაში ახლა მიდის ბრძოლა ფულისთვის – ასე რომ უყვარდეთ ქართველებს ფული, არ ყოფილა საუკუნეების განმავლობაში
Next post პაატა მანჯგალაძე: ჩვენ იმიტომ ვართ, რომ არ გართულდეს, სინამდვილეში. ჩვენ რომ არ ვიყოთ, შეიძლება, მართლა გართულდეს და რაზე ავიღო პასუხისმგებლობა. კობახიძემ აიღოს პასუხისმგებლობა