დღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება

Read Time:46 Second

მელი კი ხალხს სინანულის ნათლისღებისკენ მოუწოდებდა. მასთან მისული ხალხი ცოდვებს აღიარებდა და წყლით იწმინდებოდა, მაგრამ ამ ნათლობას ცოდვათა მიტევების ძალა არ ჰქონდა. ის თავისი მადლითა და შინაარსით იუდეურ და ქრისტიანულ ნათლობებს შორის იდგა. ნათლისღება, როგორც ერთ-ერთი საიდუმლო, ქრისტეს მიერ დაწესდა. ნათლობისას ადამიანი წყალში სამჯერ შესვლით და მამის, ძისა და სულიწმიდის მოწოდებით ცოდვებისგან განიწმინდება და სულიერი ცხოვრებისთვის მეორედ იშვება.

ნათლისღების დღესასწაული ლიტურგიკულ კრებულებში მოხსენიებულია როგორც „გაცხადება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი“, ვინაიდან ამ დღეს ქრისტე ღმერთი, როგორც წმიდა სამების ერთ-ერთი პირი, გაცხადდა.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე წმიდა სინოდის წევრებსა და სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება. უწმიდესი წყალს აკურთხებს და ტაძარში მლოცველებს ასხურებს. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

დღესვე 21-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქი 500-ზე მეტ ჩვილს მონათლავს.

საქინფორმი გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2020 წლის მთავარი რისკები დაასახელა
Next post ამერიკული ფარმაცევტული კომპანია: ჩვენ ვიცით, რომ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას ვადა ამოეწურა. ეს არ არის უჩვეულო