კახეთს კვლავ სტიქია უტევს – სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ ამჯერად საგარეჯო დააზარალა

Read Time:23 Second

დაისეტყვა რვა სოფელი, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანდა შიდა საუბნო გზები, წყალი შევარდა რამდენიმე საცხოვრებელ სახლში.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საგარეჯოს მერიამ. უწყების ინფორმაციით, ზარალის დათვლა ხვალ დილიდან დაიწყება.

„დღეს საღამოს მომხდარი ჭარბი ნალექისა და სეტყვის  შედეგად, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფელ დიდ და პატარა ჩაილურში,  შიბლიანში, ვერხვიანში, კაკაბეთში, მზისგულში, ყანდაურასა და ბადიაურში დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთების, სავარგულებისა და ვენახების ნაწილი.  დაზიანდა შიდა საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ხვალ დილიდან შესაბამისი კომისიის მიერ მოხდება ზარალის აღრიცხვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვატო შაქარიშვილი ბორჯომში დაპირისპირებაზე: აქ არის აღელვებული საზოგადოება, ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებსაც არ სურთ, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე დამღუპველი, ლიბერალური, უკუღმართი იდეოლოგიით ახალგაზრდებს წამლავდეს
Next post ეკა კვესიტაძე: თუ ვინმე “იმედის”, ან “POST TV”-ის რომელიმე თანამშრომელს გამარჯობას ეტყვით და დაელაპარაკებით, ზუსტად მათსავით თანამონაწილე იქნებით მათი ღალატის და ათასგვარი ამორალური სიბინძურის!