მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევში ირაკლი ხელაძე ზღვისუბნის მოსახლეობას შეხვდა

Read Time:40 Second

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ირაკლი ხელაძე პარლამენტის დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად ზღვისუბნის III მიკრორაიონის V კვარტალში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

კანდიდატმა ადგილობრივებს კერძო საკუთრებაში არსებული საპარკე ტერიტორიის გამოსყიდვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და 3 000-მდე კვ.მ ფართობზე სკვერის მოწყობას დაპირდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტის შესახებ ვესაუბრე ზღვისუბნელებს. დასრულდა ადგილმონაცველობის პროცესი ამ საპარკე ტერიტორიაზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა და კერძო საკუთრებაში იყო. ადგილობრივები ამ პროცესის დასრულებას დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. მოსახლეობას დავპირდით, რომ აქ რეკრეაციული სივრცის გარდა სხვა არაფერი აშენდებოდა და ეს პირობა აუცილებლად შესრულდება. რაც მთავარია, პირველი და ყველაზე რთული ეტაპი, რაც კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებებს ეხებოდა, უკვე წარმატებით დავასრულეთ და სამომავლოდ, აქ ძალიან კარგი სკვერი მოეწყობა“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი გუნდის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრებს ყოველდღიურად მართავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ საქმით უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვწევს უნარი და ძალა, ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი
Next post საქსტატი: 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა