მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი საგარეო განვითარების მიმართულებით არის სწორედ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა

Read Time:30 Second

საქართველოში აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტს აფასებენ მმართველ გუნდში. მათი თქმით, ეს ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია იმ მხარდაჭერის, რომელიც საქართველოს ამერიკის მხრიდან აქვს.

„ეს არაერთხელ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ამ გარემოებას, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ყველა ფორმატი, ყველა ოფიციალური ვიზიტი, იქნება ეს თუ კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალება, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. რატომ? იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი საგარეო განვითარების მიმართულებით არის სწორედ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურად ქმნის ასეთი შეხვედრებისა და ვიზიტების საჭიროებას. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი გვექნება“, – მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: ეპიდსიტუაცია კვლავ ძალიან სერიოზულია, მაგრამ გამოიკვეთა სტაბილიზაციის ტენდენცია
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველი ხალხის სახელით ებრაელ ხალხს ახალ წელს, როშ ჰაშანას ვულოცავ