ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველი ხალხის სახელით ებრაელ ხალხს ახალ წელს, როშ ჰაშანას ვულოცავ

Read Time:27 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს ახალ წელს, როშ ჰაშანას ულოცავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველებსა და ებრაელებს შორის საუკუნეებით გამყარებული ურთიერთობა, ძმობა და სიყვარული სულ უფრო მტკიცე ხდება და ასე იქნება ყოველთვის.

„მინდა, ახალი წელი, როშ ჰაშანა მივულოცო ებრაელ ხალხს! ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მინდა ვუსურვო ებრაელ ხალხს, მშვიდობა და წინსვლა – ისრაელის სახელმწიფოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარია და მუდამ მხარში გვიდგას.

ჩვენს ერებს შორის საუკუნეებით გამყარებული ურთიერთობა, ძმობა და სიყვარული სულ უფრო მტკიცე ხდება და, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ყოველთვის. ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი საგარეო განვითარების მიმართულებით არის სწორედ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა
Next post კახა კალაძე: ჩემი კონკურენტი და ყველაზე დიდი გამოწვევა ქალაქში არსებული პრობლემებია