კახა კალაძე: ჩემი კონკურენტი და ყველაზე დიდი გამოწვევა ქალაქში არსებული პრობლემებია

Read Time:32 Second

არჩევნებზე კონკურენციას რაც შეეხება, ჩემი კონკურენტი და ყველაზე დიდი გამოწვევა ქალაქში არსებული პრობლემებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ კითხვაზე პასუხად განაცხადა, ეთანხმება თუ არა, რომ არჩევნებზე გიორგი გახარია კალაძის კონკურენტია და არა ნიკა მელიასი.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან ასევე განმარტა, რატომ ტოვებენ ადამიანები გიორგი გახარიას პარტიას.

„მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ტყუილი, თითქოს გიორგი გახარია იყო „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის პროექტი. შესაბამისად, ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი და დადასტურდა კიდევაც, რომ მან თბილისში დააყენა თავისი კანდიდატურა, პირადად ჩემს წინააღმდეგ და ალბათ, ის ადამიანები, რომლებიც გაურკვევლობაში იყვნენ, საეჭვოდ უყურებდნენ ამას. ფიქრობდნენ, მართლაც ასე ხომ არ არის. ვფიქრობ, უკვე ყველასთვის ნათელია. შესაბამისად, ალბათ, ამიტომ იღებენ გადაწყვეტილებას და ტოვებენ პარტიას“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველი ხალხის სახელით ებრაელ ხალხს ახალ წელს, როშ ჰაშანას ვულოცავ
Next post ირაკლი ხელაძე ლოტკინის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა