ირაკლი ხელაძე ლოტკინის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა

Read Time:27 Second

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი გუნდის ნაძალადევის
რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ლოტკინის დასახლებაში
მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული
საქართველოს“ კანდიდატი გომარეთის, ლისაშვილისა და ვასილ თამარაშვილის
ქუჩების მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. ირაკლი ხელაძე ადგილობრივებს
ლისაშვილის ქუჩაზე გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაჰპირდა.
„ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში. ვიმყოფებოდით
ლოტკინის დასახლებაში, სადაც მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვანი
საკითხები იქნა წამოყენებული. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი
პროექტი განვახორციელეთ, თუმცა არის პრობლემები, რაზეც შევთანხმდით, რომ
ჩემი არჩევის შემთხვევაში, ამ საკითხების მოგვარებაში ჩემგან მაქსიმალური
მხარდაჭერა ექნებათ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
მოქალაქეებთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი
დეპუტატი დავით ჭელიძე ესწრებოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ჩემი კონკურენტი და ყველაზე დიდი გამოწვევა ქალაქში არსებული პრობლემებია
Next post იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი თუ იქნება შეთავაზებული, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს