მამუკა ხაზარაძე – ბრძოლა იქნება ბოლომდე, ქვეყნიდან ოკუპანტების სრულად განდევნამდე, ახლა ეს ბრძოლაა მოსაგები

Read Time:36 Second

დღეს პარლამენტის კომიტეტზე „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვის დაწყება პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზას, ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, რომლის შესრულებაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, კანონპროექტის პუნქტობრივ განხილვაში შესვლა დიდი შეცდომაა, ეს არის რუსული კანონი ქვეყნის სტრატეგიული მეგობრებისა და პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ბოლო 30 წელია ამაგრებენ.

„ეს კანონპროექტი მიმართულია ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. ეს აწყობს აგრესორ რუსეთს, რომ უფრო მეტად მოგუდოს ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

ბრძოლა იქნება ბოლომდე, ქვეყნიდან ოკუპანტების სრულად განდევნამდე. ახლა ეს ბრძოლაა მოსაგები.

ხვალ ვიწვევ „ლელოს“ გაფართოებულ, საგანგებო პოლიტსაბჭოს. მიღებული გადაწყვეტილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ვაცნობებთ ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანდრია გვიდიანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: სიგიჟეების ყვირილით და ვულგარული წივილ-კივილით გამორიცხულია საზოგადოება გამოგონილ საფრთხეებში დაარწმუნო
Next post ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ღირსება და ერთადერთი, რაც გვინდა, ეს არის პატიოსანი თამაშის წესები