ანდრია გვიდიანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: სიგიჟეების ყვირილით და ვულგარული წივილ-კივილით გამორიცხულია საზოგადოება გამოგონილ საფრთხეებში დაარწმუნო

Read Time:1 Minute, 15 Second

ხალხს აინტერესებს, რა არის ამ კანონში „რუსული“?! – ოღონდ კონკრეტულად!!! რა ლოგიკით არის ამერიკული კანონის თარგმანი „რუსული კანონი“?! რატომ უშლის ხელს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა საქართველოს ევროინტეგრაციას? რატომ არ აქვს ქართველ ხალხს უფლება იცოდეს, ვინ ვის და ვინ რას აფინანსებს ამ ქვეყანაში?! – ასე ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტების განხილვისას პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, არც ერთი შენიშვნა და არგუმენტი არ მოუსმენია კანონპროექტის მოწინააღმდეგეებისგან, სანაცვლოდ, საზოგადოებამ მხოლოდ დესტრუქცია და რადიკალიზმი იხილა. როგორც ანდრია გვიდიანმა აღნიშნა, განსახილველი კანონპროექტების შესახებ არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობის გარეშე, საზოგადოების დარწმუნებას გამოგონილ საფრთხეებში კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ვერ შეძლებენ. არცერთი არგუმენტი; არცერთი შენიშვნა; არცერთი რეკომენდაცია; უარი განხილვაზე; უარი დისკუსიაზე; სანაცვლოდ: სიგიჟეების ყვირილი; დესტრუქცია; რადიკალიზმი; ტელევიზორში შექმნილი აჟიოტაჟი; ზუსტად ეს არის სცენარიც და მიზანიც – მოწმენდილ ცაზე საზოგადოებრივი მღელვარების შექმნა. ეს ხალხი ცდილობს ტელეეკრანებზე დადგმული შოუთი საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვიონ. მაგრამ, ასე არ გამოვა.

ხალხს არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობის მოსმენა უნდა. ხალხს აინტერესებს, კერძოდ, რა არის პრობლემა. რუსეთი, პუტინი, გაზპრომი, საბჭოთა კავშირი და სხვა სახის ბოდვები კი არა, არამედ პრობლემის ზუსტი შინაარსის მოსმენა!!! ხალხს აინტერესებს, რა არის ამ კანონში „რუსული“?! – ოღონდ კონკრეტულად!!! რა ლოგიკით არის ამერიკული კანონის თარგმანი „რუსული კანონი“?! რატომ უშლის ხელს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა საქართველოს ევროინტეგრაციას?! რატომ არ აქვს ქართველ ხალხს უფლება იცოდეს, ვინ ვის და ვინ რას აფინანსებს ამ ქვეყანაში?! ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. არც ქვეყნის შიგნით მოქმედ რადიკალებს და არც „უცხოელ მეგობრებს“ არ განუმარტავთ რატომ არის ეს კანონი ასეთი მიუღებელი. ასე რომ, ამ კითხვებზე პასუხებია გასაცემი. სიგიჟეების ყვირილით და ვულგარული წივილ-კივილით გამორიცხულია საზოგადოება გამოგონილ საფრთხეებში დაარწმუნო.” – წერს გვიდიანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, ის უბრალოდ ცრუპენტელაა
Next post მამუკა ხაზარაძე – ბრძოლა იქნება ბოლომდე, ქვეყნიდან ოკუპანტების სრულად განდევნამდე, ახლა ეს ბრძოლაა მოსაგები