ირაკლი კობახიძე: ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, ის უბრალოდ ცრუპენტელაა

Read Time:33 Second

ამბობენ, რომ სიტყვა აგენტი ხელს შეუწყობს სტიგმატიზაციას. ამ დროს მათი მოგონილია საბჭოური მეთოდები და დაარქვეს კანონს რუსული კანონი, რაც არამარტო სიყალბე და სიცრუეა, ეს არის ჩვეულებრივი ცრუპენტელობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, ის უბრალოდ ცრუპენტელაა, არამარტო მატყუარა. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ: საქართველოში ხომ ჩამოჰყავთ ამერიკული მანქანები. ჩამოიყვანე „ფორდი“ ან „კრაისლერი“ და გიმტკიცებენ, რომ ეს არის „მოსკვიჩი“ ან „ჟიგული“ – ამ დონის ცრუპენტელობასთან გვაქვს საქმე. ეს ხომ ტყუილიც არ არის. რა შეიძლება ამას დაარქვა? არის 2 კანონი. ერთი არის ამერიკული კანონის ზუსტი ასლი და დღეს ამაზეც ამტკიცებდნენ, რომ რუსულიაო. ერთადერთი, რაც ჩანაცვლებულია, ისაა, რომ აშშ-ს ნაცვლად საქართველო წერია“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა თუთბერიძე: მაიდანი! სხვა გზა აღარ რჩება! გადით პარლამენტთან!
Next post ანდრია გვიდიანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: სიგიჟეების ყვირილით და ვულგარული წივილ-კივილით გამორიცხულია საზოგადოება გამოგონილ საფრთხეებში დაარწმუნო