თეა თუთბერიძე: მაიდანი! სხვა გზა აღარ რჩება! გადით პარლამენტთან!

Read Time:53 Second

მაიდანი! სხვა გზა აღარ რჩება! გადით პარლამენტთან! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეა თუთბერიძე წერს.

„მაიდანი!!! სხვა გზა მანდ აღარ რჩება!!! აღარ არის ერთმანეთთან დაპირისპირების დრო და დაჭმის დრო!!! არ გჭირდებათ არავის ლიდერობა!!! მაიდანს არ ჰყოლია პოლიტიკური ლიდერები!!!! გადით პარლამენტთან!!!!“- წერს თუთბერიძე.

შეგახსენებთ: პარლამენტში, სადაც  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდა.

სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, პაატა მანჯგალაძე.

პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებაა თავდაპირველად სხდომათა დარბაზის გარეთ დაიწყო, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეყვანას ცდილობდნენ, რასაც მანდატურის სამსახურთან.

ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები და ასევე გიორგი ვაშაძე.

მოგვიანებით კი,  სიტყვიერი და ფიზიკურ დაპირისპირება დეპუტატებმა ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში გააგრძელეს, რა დროსაც პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით დარბაზიდან გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები.

ჟიული შარტავს სახელობის სხდომათა დარბაზი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დარბეულია, ამასთან, გრძელდება შეძახილები „არა, რუსულ კანონს“. ხმაურისა და დაპირისპირების გამო ამ დრომდე არ დაწყებულა სხდომა, დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ მედიას და მესამე სექტორის წარმომადგენლებს.

პარალელურად პარლამენტის ფოიეში პროტესტს გამოხატავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნანა კაკაბაძე: რა უფლებით ლაპარაკობთ ღირებულებებზე ადამიანები, რომლებსაც არაფერი გაგაჩნიათ დედამიწის ზურგზე? თავმოყვარეობა არ გაგაჩნიათ, ღირსება არ გაგაჩნიათ
Next post ირაკლი კობახიძე: ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, ის უბრალოდ ცრუპენტელაა