ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ღირსება და ერთადერთი, რაც გვინდა, ეს არის პატიოსანი თამაშის წესები

Read Time:26 Second

ჩვენ გვაქვს ღირსება და ერთადერთი, რაც გვინდა, ეს არის პატიოსანი თამაშის წესები. ერთი მხრივ არ შეიძლება ითხოვდე დეპოლარიზაციას და მეორე მხრივ აფინანსებდე პოლარიზაციას, – ასე შეაფასა გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების განცხადებები.

„როდესაც ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებ და თან ითხოვ დეპოლარიზაციას, ეს ხომ გამორიცხულია?! ისეთ რამეს თუ გთხოვს, რასაც ვერ შეასრულებ ,რა გამოდის?! ამიტომ ჩვენ ვითხოვთ პატიოსანი თამაშის წესებს, სხვანაირად არც ევროკავშირი იქნება, არც სუვერენიტეტი და არც მშვიდობა. ჩვენ გვინდა დეპოლარიზაცია, სწორი მიმართულებით სვლა და ეს გამჭვირვალობის გარეშე არ გამოვა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა ხაზარაძე – ბრძოლა იქნება ბოლომდე, ქვეყნიდან ოკუპანტების სრულად განდევნამდე, ახლა ეს ბრძოლაა მოსაგები
Next post ირაკლი კობახიძე: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვისი დაფინანსებით აგინებენ ეკლესიას – დღეს პარლამენტში იყო ეკლესიის მაგინებლების აქცია