ირაკლი კობახიძე: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვისი დაფინანსებით აგინებენ ეკლესიას – დღეს პარლამენტში იყო ეკლესიის მაგინებლების აქცია

Read Time:57 Second

სცენაზე დგებიან კონკრეტული დაფინანსებით ორგანიზაციები და ითხოვენ მთავრობის გადადგომას, რასაც NGO-სთან არავითარი კავშირი არა აქვს – ჩვენ აქაც პატიოსანი თამაშის წესები გვინდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მაგალითებზე როდესაც ვსაუბრობთ, მინდა რამდენიმე ციტატა წავიკითხო, კონკრეტული სახელებით და გვარებით. თამთა მიქელაძე: „ეკლესია საკუთარ გამდიდრებაზე ორიენტირებული ინსტიტუციაა“. ნინია კაკაბაძე: „რა სინქრონულად სამარცხვინოები არიან ეს ჩვენი ხელისუფლება და ეკლესია“. ბაია პატარაია: „ეკლესია და ილია მეორე მკვლელია“. ლიკა ბასილაია-შავგულიძე: „ძალიან მიხარია, რომ ეს ბოროტების იმპერია ემხობა, წესიერი ხალხი, თუ ვინმე შემორჩა ეკლესიაში, უნდა წამოვიდეს წინ და ბლენები უნდა ჩაქვესკნელდენენ“. გიორგი ბურჯანაძე: „კანონიერ ქურდებს რომ ჰქონდათ გავლენა ხელისუფლებაზე, პოლიციელებზე, ხომ გახსოვთ? იგივეა, როდესაც რელიგიური კონფესია ახდენს ხელისუფლებაზე ასე გავლენას და თავის ჭკუაზე ათამაშებს – სირცხვილია“. ნახეთ, ეს არის პოლიტიკური პროპაგანდა იდენტობის წინააღმდეგ. როდესაც ერთ დონეზე აყენებ ტიციან ტაბიძესა და ბაია პატარაიას, ეს ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხებაა. ეს უნდა გავატაროთ. ამას როგორც კი გაატარებ, შენი იდენტობა იქ დამთავრდება. როგორც კი ტოლობის ნიშანს დაასმევინებ პაოლო იაშვილსა და გიგა მაქარაშვილს შორის, იქ დამთავრებულია შენი იდენტობა. ეს არის მიზანმიმართული პროცესი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვისი დაფინანსებით აგინებენ ეკლესიას. დღეს პარლამენტში იყო ეკლესიის მაგინებლების აქცია – ეს საზოგადოებამ დაინახა და თავის შეფასებას მისცემს“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ღირსება და ერთადერთი, რაც გვინდა, ეს არის პატიოსანი თამაშის წესები
Next post ირაკლი კობახიძე: როგორც კი ტოლობის ნიშანს დაასმევინებ პაოლო იაშვილსა და გიგა მაქარაშვილს შორის, იქ დამთავრებულია შენი იდენტობა – ეს არის სირცხვილი და მიზანმიმართული პროცესი