ირაკლი კობახიძე: როგორც კი ტოლობის ნიშანს დაასმევინებ პაოლო იაშვილსა და გიგა მაქარაშვილს შორის, იქ დამთავრებულია შენი იდენტობა – ეს არის სირცხვილი და მიზანმიმართული პროცესი

Read Time:1 Minute, 20 Second

დღეს რომ საუბრობდნენ სამარცხვინოდ, პაოლო იაშვილსა და ტიციან ტაბიძეს იხსენებდნენ და ამ ადამიანებს, ჩვენს საამაყო წინაპრებს, მართლა გმირებს, სამოქალაქო გმირებიც იყვნენ და შემოქმედებაშიც და ყველაფერში გმირები იყვნენ, ამათ უტოლებენ ბაია პატარაიასა და გიგა მაქარაშვილს, ეს ხომ სირცხვილია, ეს ხომ სახეში შეფურთხებაა ქართველი ხალხისთვის და ქართული ისტორიისთვის?! – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტში „ხალხის ძალის“ კანონპროექტების განხილვისას განვითარებული მოვლენებით ნათელი გახდა, რომ დღევანდელი „სამოქალაქო საზოგადოება“ თავს მოხვეული ტერმინია. მისი თქმით, ბუნებრივად ჩამოყალიბებულ სამოქალაქო საზოგადოებებში ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს.

დღეს რომ უსტვენდნენ, პარლამენტში ვინც იყო შემოსული, მაღალი მატერიებით ხომ ლაპარაკობდნენ, ვითომ სამოქალაქო საზოგადოება? – ესეც თავს მოხვეული ტერმინია, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. სამოქალაქო საზოგადოება, სადაც ბუნებრივად ყალიბდება და არა ასე თავს მოხვეული მახინჯი მეთოდებით, იქ სამოქალაქო საზოგადოება იქმნება აბსოლუტურად ჯანსაღი პროცსესის საფუძველზე. მაგალითად, მე-19 საუკუნე და მე-20 საუკუნის დასაწყისი რომ გავიხსენოთ: ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი – ესენი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოება“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დღევანდელ სამოქალაქო სექტორს აქვს მცდელობა, ერთ სიბრტყეში მოაქციოს მე-20 საუკუნის მოღვაწეები და ამჟამად მოქმედი სამოქალაქო აქტივისტები. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს მიზანმიმართული კამპანიაა და იდენტობის წაშლის მცდელობას ემსახურება.

„სირცხვილი და სულში ჩაფურთხებაა ქართველებისთვის, როცა ერთ დონეზე აყენებ ტიციან ტაბიძეს, მართლა გმირს, თან შემოქმედს, გენიალურ ადამიანს და აქეთ ბაია პატარაიას, ეს არის ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხება და ეს არ უნდა „გავატაროთ“ ჩვენ. ამას როგორც კი „გაატარებ“, შენი იდენტობა, რასაც ებრძვიან, იქ დამთავრდება. როგორც კი ტოლობის ნიშანს დაასმევინებ პაოლო იაშვილსა და გიგა მაქარაშვილს შორის, იქ დამთავრებულია შენი იდენტობა. ეს არის სირცხვილი, ეს უნდათ ზუსტად – შენი იდენტობის წაშლა – ეს არის მიზანმიმართული პროცესი და ამიტომ მიდის მთელი ეს კამპანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვისი დაფინანსებით აგინებენ ეკლესიას – დღეს პარლამენტში იყო ეკლესიის მაგინებლების აქცია
Next post ირაკლი კობახიძე: ის 20 კაცი, ვინც დღეს აქციაზე უსტვენდა, ეკლესიის მაგინებელი იყო