ირაკლი კობახიძე: ის 20 კაცი, ვინც დღეს აქციაზე უსტვენდა, ეკლესიის მაგინებელი იყო

Read Time:33 Second

ადამიანურად, ძალიან გულდასაწყვეტი სხდომა იყო. ჯერ ის, რომ ოპოზიციამ მარტო ქალები დატოვა, სახე დაკარგეს, რაც დღეს პარლამენტში ვნახეთ, ეს იყო სირცხვილი, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განვითარებული მოვლენები, სადაც საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობდა.

​„ეს ადამიანები (რადიკალური ოპოზიცია) ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ პირდაპირ არიან დაკავებული ანტიეკლესიური პროპაგანდით და ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, რადგან იდენტობა შეარყიონ. დღეს იყო ეკლესიის მაგინებლების აქცია, ის 20 კაცი, ვინც აქციაზე უსტვენდა იყო ეკლესიის მაგინებელი. ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება ყველას აქვს ღირებულებითი პრობლემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსთაველზე გააპროტესტეს. ლევან ხაბეიშვილის მოწოდების შემდეგ, ადამიანები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: როგორც კი ტოლობის ნიშანს დაასმევინებ პაოლო იაშვილსა და გიგა მაქარაშვილს შორის, იქ დამთავრებულია შენი იდენტობა – ეს არის სირცხვილი და მიზანმიმართული პროცესი
Next post ნოტარიუსთა პალატამ მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა