მამუკა მდინარაძე – ყველამ გაიგოს, რომ ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის კომისია, არ შევქმნათ განცდა, რომ ვინმე გაბედავს და მას თავისი სუბიექტური მიზნებისთვის გამოიყენებს

Read Time:1 Minute, 21 Second

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, არსებობს თუ არა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამის, ზაზა სარალიძისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის შეხვედრების ამსახველი ჩანაწერი.

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ დროებითი საპარლამენტო კომისიის პირველ სხდომაზე განაცხადა.

„ბატონო სერგი, ჩვენი აზრთა სხვადასხვაობის და პოლიტიკური განსხვავების მიუხედავად, გვიწევს, აქ თანამშრომლობა იყოს მაქსიმალურად ობიექტური, გამჭვირვალობა იყოს მაქსიმალურად დაცული. საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, ამ დღეების განმავლობაში თქვენ ხვდებოდით სარალიძეს დამოუკიდებლად. მე გარკვეული აზრი ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირე, რომ კომისიის თავმჯდომარე შესაძლებელია შეხვდეს. მაინტერესებს თქვენგან ჩანაწერი, თუ არის და თუ შეგვიძლია ჩანაწერს გავეცნოთ“, – მიმართა მდინარაძემ სხდომაზე სერგი კაპანაძეს.

ამასთან, მან კომისიის თავმჯდომარეს სთხოვა, უზრუნველყოფილ იყოს, ყველამ გაიგოს, რომ კომისია არა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის, არამედ პარლამენტის არის და მას ვერავინ გამოიყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის.

„ერთი თხოვნა მაქვს, მოდით, უზრუნველვყოთ, ყველამ გაიგოს, რომ ეს არ არის რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტის კომისია. ეს არის პარლამენტის კომისია, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის უმრავლესობით წარმოდგენილი, ეს ხომ უფრო მეტი პაუხისმგებლობის საფუძველია, ვიდრე სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს ექნებათ და არ შევქმნათ განცდა, რომ ვინმე გაბედავს და ამ კომისიას გამოიყენებს თავისი სუბიექტური მიზნებისთვის და პოლიტიკური ინტერესებისთვის“, – განაცხადა  მდინარაძემ.

მისი თქმით, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა ვინმემ პოლიტიკურ პიარზე და ინტერესებზე უნდა იზრუნოს.

„არ გაქვს იმ საქმესთან საქმე, სადაც ჩვენ პოლიტიკურ პიარზე და პოლიტიკურ ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ. ეს აბსოლუტურად სხვა კატეგორიის საქმეა, ამიტომ მოდით, შევეცადოთ ეს განცდები ყველამ ერთად გავაქროთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს ორჯერ, გუშინ სარალიძის სახლში, ასევე, დღეს კომისიის სხდომის დაწყებამდე ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად შეხვდა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა მიმდინარეობს. კომისია აირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, დამტკიცდება დებულება, განიხილავენ საორგანიზაციო საკითხებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზუგდიდში 10 წლის მოზარდი ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა
Next post ლევან კობიაშვილი და კახა კალაძე ერევანში გასამართ ლეგენდების მატჩში მიიღებენ მონაწილეობას