მამუკა მდინარაძე: მიყენებული შეურაცხყოფის უკან წაღებულ ერთ სიტყვას მაინც თუ მივიღებთ, პარლამენტის თავმჯდომარე, მზად არის ჩავიდეს დელეგაციასთან ერთად უკრაინაში

Read Time:37 Second

მიყენებული შეურაცხყოფის უკან წაღებულ ერთ სიტყვას მაინც თუ მივიღებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მზად არის ჩავიდეს დელეგაციასთან ერთად უკრაინაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„არანაირი პრობლემა არაა, იზოლაციის ვადაც 2-3 დღეში დასრულდება. უამრავი ბინძური სპეკულაციის მიუხედავად, არანაირი პრობლემა მას წასვლაზე არ აქვს და არც ოდესმე ჰქონია. აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ დელეგაციის შემადგენლობაში შეუძლიათ შესვლა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც. თუ პასუხი არ იქნება, ან როგორი იქნება – წინასწარ ნუ ვიმარჩიელებთ. უბრალოდ, არ შეიძლება, რომ ამ ფონზე კითხვებიც კი არ გვქონდეს და უაპელაციოდ ვიღებდეთ რაღაც გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა შალვა პაპუაშვილი და სხვა ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები უკრაინის ქალაქ ბუჩაში მიიწვია. პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის, დიპლომატიური დემარშების, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების განუმარტებლობის ფონზე, უკრაინაში ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეთრი სახლი: ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი არ იგეგმება
Next post ნინო ბურჯანაძე: “ოცნებას” შეეშინდა, ვხედავთ მის მონურ დამოკიდებულებას და იყურება ჩრდილოეთისკენ, ემანდ არ გავაბრაზოთო