ნინო ბურჯანაძე: “ოცნებას” შეეშინდა, ვხედავთ მის მონურ დამოკიდებულებას და იყურება ჩრდილოეთისკენ, ემანდ არ გავაბრაზოთო

Read Time:56 Second

მისი თქმით, ის ყოველთვის ღია პოლიტიკის მომხრე იყო, თორემ რომ სდომოდა, თავის დროზე ჩუმადაც გამართავდა მოსკოვში ვიზიტებს.

“რა თქმა უნდა საქარველოს დააზიანებს უკრაინასთან დაკავშირებული პოზიცია. მსოფლიო ნამდვილად ამოტრიალდა. წარმოუდგენელი. რასაც დღეს ვუყურებთ, ეს ნამდვილად წარმოუდგენელი იყო რამდენიმე თვის წინ. ალბათ, ყველაზე საშინელ სიზმარში ვერ დაგვესიზმრებოდა ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ. ამ ვითარებაში ვხედავთ საქართველოს მონურ დამოკიდებულებას. შეეშინდათ. ვერ თქვეს, რომ სანქციებს შევიერთდითო, ვერ თქვეს, რომ ბუჩაში წავალთო. იყურებიან, სხვაგან, რა თქმა უნდა ჩრდილეოთისკენ და ეშინიათ, ემანდ არ გააბრაზონ, ეს პოლიტიკა არასდროს არ გამართლებს. ჩუმად ვიყოთ და ხმა არ ამოვიღოთ, ეს არ არის პოლიტიკა.

მე ამას ვამბობდი ყოველთვის, არასოდეს არ ვყოფილვარ ჩირგვებში თავშეყოფილი. ყოველთვის ღია პოლიტიკა მქონდა და ყოველთვის ღია პოლიტიკის მომხრე ვიყავი. სხვებისგან განსხვავებით ჩუმ-ჩუმად არსად არ მივლია, თორემ ჩუმადაც მოვახერხებდი იმ ვიზიტებს და ვერავინ ვერ გაიგებდა, მაგრამ ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მე ვიყავი ღია, პრინციპული დიალოგის მომხრე. სხვათა შორის ხედავთ, რომ კიევს ბომბავენ და ხარკოვს და ზელენსკი მაინც აცხადებს თანხმობას დიალოგზე, მე მგონი კითხვა იმაზე, რომ რაც არ უნდა მძიმე და მიუღებელი იყოს პარტნიორი, უნდა დაელაპარაკო. მეორეა, როგორ დაელაპარაკები – დაელაპარაკები ვასალის პოლიტიკიდან თუ პრინციპულად და შენი ქვეყნის ინტერესების დაცვის მცდელობა მაინც თუ გექნება,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: მიყენებული შეურაცხყოფის უკან წაღებულ ერთ სიტყვას მაინც თუ მივიღებთ, პარლამენტის თავმჯდომარე, მზად არის ჩავიდეს დელეგაციასთან ერთად უკრაინაში
Next post „ქართული ოცნების“ კვოტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ვასილ მაღლაფერიძეა წარდგენილი