თეთრი სახლი: ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი არ იგეგმება

Read Time:32 Second

თეთრი სახლი არ გეგმავს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უკრაინაში გამგზავრებას მას შემდეგ, რაც მისი ბრიტანელი კოლეგა კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ ამჟამად არ ვგეგმავთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის უკრაინაში გამგზავრებას“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ.

9 აპრილს, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი კიევს ეწვია და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დაათვალიერა დედაქალაქის ქუჩები. ევროკავშირის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე ეწვია კიევსა და ბუჩას.

ჯენ ფსაკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტზე უფრო მნიშვნელოვანი იარაღის მიწოდება და მხარდაჭერაა.

„უკრაინის ხელმძღვანელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვაჩქარებთ იარაღის მიწოდებას და მათ ვუწევთ საჭირო დახმარებას. ეს არის ის, რაზეც ჩვენი ყურადღებაა გამახვილებულია“, – აღნიშნა მან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლ ჰარცელი – ქვეყნებისთვის, რომელთაც კანდიდატის სტატუსის მიღება სურთ, შემცირებულია კითხვების რაოდენობა, რომ ჩქარა წავიდეს პროცესი, ევროკავშირი ასეთი სწრაფი არასდროს ყოფილა
Next post მამუკა მდინარაძე: მიყენებული შეურაცხყოფის უკან წაღებულ ერთ სიტყვას მაინც თუ მივიღებთ, პარლამენტის თავმჯდომარე, მზად არის ჩავიდეს დელეგაციასთან ერთად უკრაინაში