მამუკა მდინარაძე: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხში პრეზიდენტს საზოგადოებრივი აზრის ეშინია

Read Time:31 Second

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას დარჩა შთბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხში საზოგადოებრივი აზრის ეშინია. მისივე თქმით, პრეზიდენტმა იცის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამის წინააღმდეგია.

„პრეზიდენტს საზოგადოებრივი აზრის ცოტა ეშინია კიდევაც – მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. მან იცის, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი რაღაცის წინააღმდეგია და შეიძლება მას უნდოდეს რაღაც ნაბიჯის გადადგმა და ამას ვერ აკეთებდეს სწორედ ამის გამო. მის განცხადებაში ეს ორმხრივი კრიტიკა ამის დამადასტურებელია“, – განაცხადა მდინარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განმარტა, თუ რატომ არ იწყალებს მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს. პრეზიდენტის განცხადებით, ყველამ უნდა დაამთავროს ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის შელახვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიული ალასანია: ჩემი შვილის ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ 2008 წელს თავისი ქვეყანა რუსეთს არ ჩააბარა
Next post შალვა პაპუაშვილი: ხშირად გვესმის, რომ პოლარიზაცია არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. შესაძლოა ეს ასეა. თუმცა, პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა