ირაკლი ოქრუაშვილი: მომავალ თაობას პოლიტიკოსების ლაი-ლაი ნაკლებად აინტერესებს და მათ გარეშეც შეუძლია თავისუფლების დაცვა

Read Time:36 Second

მომავალ თაობას პოლიტიკოსების ლაი-ლაი ნაკლებად აინტერესებს და მათ გარეშეც შეუძლია თავისუფლების დაცვა – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ამ პროტესტს, გარდა იმისა რომ ხელისუფლებას ალიყური მოხვდა და უკან დაიხია, ჰქონდა არანაკლები მნიშვნელობა იმ მხრივ, რომ დასავლეთმა კვლავ დაინახა ჩვენი ერის სიცოცხლისუნარიანობა და იგივე ინსტიქტები, რასაც მთელი მისი არსებობის მანძილზე ასხივებდა – კვლავ ერთგულია თავისუფლების იდეისადმი. გული მწყდება, რომ ამ მძიმე დღეებში საქართველოში არ ვიყავი და უმნიშვნელოვანეს მოვლენებს გამოვაკლდი (სადღაც სხვა კონტინენტზე ჩავრჩი). თუმცა მახარებს ის, რომ ჩვენმა თაობამ თავისუფლების დროშა არანაკლებ მებრძოლ და უფრო პროგრესულ მომავალ თაობას გადააბარა.

პ.ს. კიდევ ერთი, არანაკლები მნიშვნელობა იმასაც ჰქონდა, რომ მომავალ თაობას პოლიტიკოსების ლაი-ლაი ნაკლებად აინტერსებს და მათ გარეშეც შეუძლია თავისუფლების დაცვა“- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაწვეულ კანონპროექტზე: ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს კანონპროექტი, თავისი შინაარსით იყო ორიენტირებული გამჭვირვალობაზე
Next post კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს