ირაკლი კობახიძე: „ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ და ქმედით ნაბიჯებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ნდობის აღდგენის მიმართულებით“

Read Time:37 Second

„ნდობის აღდგენა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან არის ჩვენთვის ნამდვილად განსაკუთრებული პრიორიტეტი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – ქეთევან ციხელაშვილს გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნდობის აღდგენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხაზი გაესვა 1 თვის წინ, საგანგებოდ მიღებულ რეზოლუციაში.

„მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ქეთევან ციხელაშვილს მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის და პროფესიონალიზმისთვის. ნდობის აღდგენა არის ჩვენთვის ნამდვილად განსაკუთრებული პრიორიტეტი, ნდობის აღდგენა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან. ერთი თვის წინ მივიღეთ საგანგებო რეზოლუცია, სადაც აისახა ჩვენი დამოკიდებულება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართ და ამავე რეზოლუციაში ჩვენ ხაზი გავუსვით ნდობის აღდგენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვდგამთ ძალიან კონკრეტულ და ქმედით ნაბიჯებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ,,ქართული მარშის” ექვსივე წევრი პატიმრობაში დატოვეს
Next post ჩიხირთმა – უგემრიელესი ქართული წვნიანი