ირაკლი ზარქუა: დღეს ადგილი ჰქონდა ბინძურ პროვოკაციას, ჩემი მეგობრის, ანრი ოხანაშვილის მიმართ

Read Time:46 Second

დღეს ადგილი ჰქონდა ბინძურ პროვოკაციას, ჩემი მეგობრის, ანრი ოხანაშვილის მიმართ!! ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე, ვახო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რომლის აქ დაწერაც კი მეუხერხულება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, რომელიც მომხდარის თვითმხილველია, სოციალურ ქსელში წერს.

„ბუნებრივია, ასეთ საქციელს და ამ შეურაცხყოფის მოტივის და მიზეზის დადგენის მცდელობისას, მოყვა გარკვეული შელაპარაკება და დაპირისპირება მათ შორის!!!..კიდევ ერთხელ ვიმეორებ მხოლოდ მათ შორის! ხოლო დანარჩენები, ვინც იქ შევესწარით ამ ამბავს, მათ ვაშველებდით! ეს არის სიმართლე და ეს ნახა იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა და ამას დაადგენს კადრებიც თუ გასაჯაროვდა, ხოლო რაც ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, რომ თურმე 4-მა კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ, ეს არის მტკნარი სიცრუე და ეს არაფერში წერია!!! ბუნებრივია, ცუდია, რაც მოხდა და მიუღებელია, მაგრამ როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ პასუხს მიიღებ იმ კაცისგან! კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა, უნდა დასაგმობია რაც მოხდა და მიუღებელი! თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრის წინააღმდეგ“, – წერს ზარქუა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: ღმერთმა დაიფაროს საქართველო საბჭოთა ბნელეთში უკან დაბრუნებისგან, მაგრამ ვფიქრობ, როდესაც ევროპელები ევროპულად არ იქცევიან, ეს არც ევროპისთვისაა სასარგებლო
Next post რატი იონათამიშვილი: გვახსოვს, როდესაც ანრის ოჯახთან ინციდენტის მერე, „ტვ პირველმა” მოძალადე დასვა ეთერში, ამით ძალადობის წახალისებას შეუწყო ხელი და ბინძური თამაშის წესები გაიხადა „სტანდარტად”