იოსებ ხახალეიშვილი გულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

Read Time:24 Second

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად, გულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

ღონისძიებების ფარგლებში მასობრივი ველო-გარბენი და ჭადრაკში სამოყვარულო შეჯიბრი გაიმართა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე ფასეულია და მნიშვნელოვანია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა ყოველდღიურად, რაც გულის დაავადებების რისკს შეამცირებს.

29 სექტემბერს მსოფლიოში  გულის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ის 1999 წელს გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით დაარსდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე: გლობალური პანდემიის პირობებში, ბრიუსელში საქართველოს მაღალი დონის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორობას
Next post მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობით, BTU-მ სტუდენტებისთვის ციფრული წიგნიერების სწავლება დაიწყო