თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: დღეს მათ აღარ აქვთ არავითარი იდეა, გარდა ომისა, დაპირისპირებისა და ინფანტილური ქცევისა

Read Time:45 Second

რაც ხელისუფლებაში ვართ, მუდმივად ვხედავდით, ვიცოდით და ბევრი ინფორმაცია გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე წავიდოდა იმისთვის, რომ ანტიდემოკრატიული წესით ჩაეგდო ხელისუფლება ხელში, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თეატრზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება ამაზე საუბრობდა, მუდმივად ხდებოდა მწვავე კრიტიკის საგანი.

„დღეს ჩვენი საქმე გამარტივებული. მაგალითად, დღეს მე არ მჭირდება იმის მტკიცება, რომ ეს არის ის პარტია, რომელსაც ამ ქვეყანაში არ სურს მშვიდობა, მშიდობიანი არჩევნები, ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანი წესით და ერთადერთი ქართული ოცნება, რომელიც მათ აქვთ, არის არეულობის მოწყობა იმისთვის, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. დღეს მათ აღარ აქვთ არავითარი იდეა, გარდა ომისა, დაპირისპირებისა და ინფანტილური ქცევისა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მათ ვერ უნდა შეძლონ საქართველოში არეულობა და რაც მთავარია, არ გააჩაღებინონ გარკვეულ ძალებს მეორე ფრონტი.

„მე სულაც არ ვთვლი, რომ ეს სწორი სახელია. ჩვენ პირველი ფრონტი ვიყავით, დღეს უკრაინაა მეორე ფრონტი. ჩვენ დიდიანია, რაც სამწუხაროდ ვართ და დღესაც ოკუპირებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბაიდენმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა მზად, უკრაინაში გაემგზავროს
Next post თეა წულუკიანი ბაკურიანის შეხვედრაზე: „ქოფი ბრეიქისთვის“ თუ დადიან სადმე, არ არის ცუდი, მაგრამ რა შედეგი უნდა დადგეს, გაუგებარია