თეა წულუკიანი – დღეს 2003 წელი არ არის, ძალიან ბევრი წელი გავიდა ვარდების ჰაერში ფრიალის შემდეგ, მოვიქცეთ 2021 წლის შესაბამისად, დაველოდოთ საპარლამენტო არჩევნების მომდევნო ციკლს

Read Time:59 Second

ნომერ მე-18 დაწესებულება სამკურნალო დაწესებულებაა, იქ არის ყველა შესაძლებლობა, რომ ასეთი კატეგორიის პატიმრის მზრუნველობა განხორციელდეს მაღალი სტანდარტით და მოხდეს მასზე დაკვირვება, თუ მოცემული პატიმარი მართლაც შიმშილობს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მე-18 დაწესებულება მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

„მე-18 დაწესებულება, ვფიქრობ, იმდენად რამდენადაც შეიძლება ეს არაპროფესიონალმა შეაფასოს, არის მისაღები, მით უფრო, რომ ამავე აზრის არის სამედიცინო სპექტრის უმრავლესობა. მთავარი მაინც არის ის, რომ გაირკვეს, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში შიმშილობა,რადგან იუსტიციის მინისტრობისას მრავალნაირი შიმშილობა მინახავს მშრალიცსხვაგვარიც, რეალობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება. იმ ტიპის პროტესტი, რომ დამარცხდი, გაბრაზებული ხარ, სასოწარკვეთილი იგონებ რაღაცებს, რომ როგორმე არიო ქვეყანა, არის ყავლგასული. ყველას გვაქვს მობეზრებული. არ მგონია, ქვეყანაში არსებობდეს ერთი ადამიანიც კი, რომელიც ისმენს ამას და ფიქრობს, მიხარია ეს და არ მომბეზრდაო, ყველას მოგვბეზრდით. დაველოდოთ 2024 წლის არჩევნებს, თუ გაიმარჯვებთ, აგერ ხართ თქვენც და აგერ არის ხელისუფლების სადავეები. მანამდე, ქვეყანას მართავს „ქართული ოცნება“ და ერთის გარდა, ყველგან „ქართული ოცნების“ მერია.

ჩვენ ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც დავიწყეთ და იმ პასუხისმგებლობის ტარებას, რომელიც ამომრჩეველმა რამდენიმე წლის წინ დაგვაკისრა. დღეს 2003 წელი არ არის, ძალიან ბევრი წელი გავიდა ვარდების ჰაერში ფრიალის შემდეგ. ახლა არის ის წელი, რომელიც არის და მოვიქცეთ 2021 წლის შესაბამისად, დაველოდოთ მომდევნო ციკლს საპარლამენტო არჩევნების“, – განაცხადა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – პირველი არჩევნების შემდეგ ოპონენტებს მივმართე, საინტერესო წინადადება თუ ექნებოდათ თბილისთან დაკავშირებით, თანამშრომლობისთვის მზად ვიყავი და მზად ვარ ახლაც
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – მოქალაქეებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითი იყო პანდემიის საწყისი პერიოდი, როდესაც ასობით ქართველი დიპლომატი სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარებოდა უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს