თამარ კორძაია პრემიერს – ირაკლი, გამოიხედე და შემოგვხედე ყველას, რამდენი ვართ!

Read Time:30 Second

ირაკლი, გამოიხედე და შემოგვხედე ყველას, რამდენი ვართ! – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აქციიდან „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.

როგორც თამარ კორძაიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა ხალხს არ მოუსმენს და მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, მოთხოვნები მტკიცე და მკაცრი იქნება.

„არა რუსულ კანონს! ირაკლი, გამოიხედე და შემოგვხედე ყველას, რამდენი ვართ. ჟურნალისტებთან რომ დადგები, დაცვით გარშემორტყმული და მარტო ლაპარაკობ, მაშინ მაგარი ხარ. უნდა შეძლო ადამიანების მოსმენა და მათი თხოვნის დაკმაყოფილება. თუ ამ თხოვნას რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეასრულებ, ეს მტკიცე და მკაცრი მოთხოვნა იქნება. მოუსმინე ჩვენს ახალგაზრდებს, მასწავლებლებს, სპორტსმენებს, უბრალოდ მოქალაქეებს!“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: გარე ჩარევით აქ რევოლუციას ვერავინ დაუშვებს და ვერც მოაწყობს
Next post ნიკა გვარამია: “კონკრეტული ვორდინგი უკვე გითხარით – საქართველო რუსული მთავრობის გარეშე!”