ნიკა გვარამია: “კონკრეტული ვორდინგი უკვე გითხარით – საქართველო რუსული მთავრობის გარეშე!”

Read Time:26 Second

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა, კანონის უკან გაწვევისთვის, მმართველ გუნდს 1 საათიანი ვადა მისცა. დროის ამოწურვის შემდეგ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლისკენ მოუწოდა.

ცუცქირიძის თქმით, პროტესტი მშვიდობიანი მსვლელაბა უნდა იყოს.

როგორც პარტია “ახალის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ მედიასთან განაცხადა, აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ნიკა გვარამიას თქმით, რუსული მთავრობა ქვეყანას ვერ მართავს. “მას მერე რაც კანონი მიიღეს, მოთხოვნა შეიცვალა”

მედიის კითხვაზე, რა საკითხზე სურს შეხვედრა პრემიერთან, გვარამიამ ასე უპასუხა: “კონკრეტული ვორდინგი უკვე გითხარით – საქართველო რუსული მთავრობის გარეშე!”.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ კორძაია პრემიერს – ირაკლი, გამოიხედე და შემოგვხედე ყველას, რამდენი ვართ!
Next post შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს