თავდაცვის მინისტრი: 10-20-წლიან პერსპექტივაში ჩვენ განვსაზღვრეთ საქართველოს მომავალი. ამ პოლიტიკით შესაძლებელია, რომ საქართველოს მომავალი იყოს მხოლოდ განვითარებაზე დაფუძნებული

Read Time:52 Second

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

მან მან ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტებს, რომელსაც ქართული მხარე პარტნიორ ქვეყნებთან აწარმოებს.

„პრემიერ-მინისტრი ჩეხეთში გამართულ სამიტზე არის თანათავმჯდომარე, დღეს მქონდა შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან და იმ ფონზე, როდესაც ყოფილი თავდაცვის მდივნის მოადგილე ადასტურებს, რომ ჩვენი გატარებული პოლიტიკა არის ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ რეგიონში სახელმწიფოები, ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ საერთაშორისო იზოლაციაში ვართ. რა თქმა უნდა, ეს აბსურდია. მარტო მე გახლდით ოთხჯერ ერთი წლის განმავლობაში ბრიუსელში სამიტზე, ასევე, საკონტაქტო ჯგუფის წევრები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვახერხებთ პირდაპირ სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. ამ ყველაფრის მიუხედავად, არცერთი ვიზიტი არ გაშუქებულა ჩვენს ოპოზიციურ არხებზე, ეს არ არის ნორმალური ჟურნალისტიკა, ასეთ ჟურნალისტიკას არ იცნობს ცივილური სამყარო“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მან რეგიონში არსებულ საფრთხეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრთხეები არ შეცვლილა, უბრალოდ, ომთან დაკავშირებით, გაზრდილია საფრთხის ინტენსივობა.

„ჩვენს პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა და ჩვენი პოლიტიკის შედეგად, არამარტო დღევანდელ საქართველოს აცდა ეს პრობლემები, არამედ 10-20 წლიან პერსპექტივაში ჩვენ განვსაზღვრეთ საქართველოს მომავალი. ამ პოლიტიკით შესაძლებელია, რომ საქართველოს მომავალი იყოს მხოლოდ განვითარებაზე დაფუძნებული“ – განაცხადა მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე ნინო ლომჯარიას: მაინტერესებს, აქვს თუ არა დეპუტატს კითხვის დასმის უფლება და თუ ეს მას არ აქვს, არის თუ არა ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა
Next post მაკრონმა უკრაინისთვის სპეციალური ფონდის შექმნა გამოაცხადა