დიმიტრი ხუნდაძე ნინო ლომჯარიას: მაინტერესებს, აქვს თუ არა დეპუტატს კითხვის დასმის უფლება და თუ ეს მას არ აქვს, არის თუ არა ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა

Read Time:36 Second

მაინტერესებს, ხდება თუ არა, რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში მოსამართლის დაბარება უცხო ქვეყნის საელჩოებში, – ამ კითხვებით „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

„ასევე, მაინტერესებს, ჩვენ პარლამენტარებმა, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დავტოვეთ და წარმოვადგენთ „ხალხის ძალას“ დავსვით შეკითხვები ჩვენი მეგობარი პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიმართ, რაზეც მისგან შეურაცხყოფა მივიღეთ და ამას დაერქვა, რომ ჩვენ ელჩს თავს ვესხმოდით და შეურაცხყოფას ვაყენებდით. მაინტერესებს, თვლით თუ არა, რომ დასმული კითხვები იყო შეურაცხმყოფელი, რადგან არც ერთი სიტყვა იქ შეურაცხმყოფელი არ ყოფილა, ყველა შეკითხვა არგუმენტირებული იყო და ფაქტობრივ მასალაზე იყო დაფუძნებული და არის თუ არა, ეს თავდასხმა. აქვს თუ არა, დეპუტატს კითხვის დასმის უფლება და თუ ეს მას არ აქვს, არის თუ არა, ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ ხატიაშვილი: საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში
Next post თავდაცვის მინისტრი: 10-20-წლიან პერსპექტივაში ჩვენ განვსაზღვრეთ საქართველოს მომავალი. ამ პოლიტიკით შესაძლებელია, რომ საქართველოს მომავალი იყოს მხოლოდ განვითარებაზე დაფუძნებული