ნიკოლოზ ხატიაშვილი: საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში

Read Time:46 Second

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა რეგიონის უსაფრთხოების გარემო შეაფასა.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაძაბული ურთიერთობები წარმოადგენს დიდ უსაფრთხოების გამოწვევას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.

„არსებულ გეოპოლიტიკურ ქარიშხალში, საქართველოს გააჩნია სტრატეგიული თანამშრომლობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან, ხოლო სომხეთთან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობები. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე საქართველოს სამივე ქვეყანასთან ჩამოყალიბებული კავშირები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს მოცემულობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს რეგიონული მშვიდობის ხელშემწყობი ქვეყანა, სადაც თბილისი გახდება ერთგვარი მოლაპარაკებების არენა სომხეთისა და აზერბაიჯანის მედიაციისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღნიშნავს მზაობასა და სურვილს, რომ ეს პროცესი გააქტიურდეს.

„ასევე, შესაძლებელია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების ფორმატის გარდა, განხილული იყოს საპარლამენტო ფორმატის შექმნაც, სადაც კანონმდებლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებების პროცესში. ეს ხელს შეუწყობს პროცესის ინკლუზიურობას და ეფექტიანობას. ამ რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სტაბილურობის, უსაფრთხოების და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში,“ – აღნიშნა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხატია დეკანოიძე სააკაშვილზე: ვფიქრობ, რომ ჰუმანიტარული მიზნით სიცოცხლის გადარჩენა ახლა არის პრიორიტეტი
Next post დიმიტრი ხუნდაძე ნინო ლომჯარიას: მაინტერესებს, აქვს თუ არა დეპუტატს კითხვის დასმის უფლება და თუ ეს მას არ აქვს, არის თუ არა ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა