ხატია დეკანოიძე სააკაშვილზე: ვფიქრობ, რომ ჰუმანიტარული მიზნით სიცოცხლის გადარჩენა ახლა არის პრიორიტეტი

Read Time:25 Second

ვფიქრობ, რომ ჰუმანიტარული მიზნით სიცოცხლის გადარჩენა ახლა არის პრიორიტეტი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს უკრაინის სახელმწიფო ინტერესები. მაგრამ, აქვე არის ხაზგასასმელი უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული საკითხიც, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც არის ძალიან მძიმე. პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო პარამეტრი, როგორც გუშინ საზოგადოებამ მოისმინა, გაუარესებულია და ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა სახელმწიფოსთვის, ხელისუფლებისთვის, რომელსაც განმარტება არ გაუკეთებია. ამიტომ, რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ ჰუმანიტარული მიზნით სიცოცხლის გადარჩენა ახლა არის პრიორიტეტი“,- აღნიშნა დეკანოიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ლატარია: ყველა ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ბერმუდის საქმის მსგავსად, ამ სასამართლო პროცესსაც მოიგებს და აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე
Next post ნიკოლოზ ხატიაშვილი: საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში