ელენე ხოშტარია: უკრაინაში ჩვენი მოქალაქეების ხელმოწერები ჩამოვიტანეთ, რაც განაცხადია, რომ “ოცნება” არ არის საქართველო

Read Time:29 Second

უკრაინაში ჩვენი მოქალაქეების ხელმოწერები ჩამოვიტანეთ, რაც განაცხადია, რომ “ოცნება” არ არის საქართველო, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “მთავარი არხის” ეთერში უკრაინიდან ჩართვისას განაცხადა.

“ჩვენ ჩამოვიტანეთ ჩვენი მოქალაქეების ხელმოწერები. პრაქტიკულად ეს არის განაცხადი, რომ “ქართული ოცნება” და ის, როგორ იქცევა ის, ეს არ არის საქართველო. საქართველოს არ არის რეზოლუციის გარშემო განვითარებული მოვლენები, საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც არ უშვებენ ანტიპუტინისტებს. დიახ, ძალიან კარგად ისმის საქართველოს მოქალაქეების ხმა კიევში,” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, კიევში უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოსაცხადებლად ოპოზიციის რამდენიმე ჯგუფი გაემგზავრა, მათ შორის არის ელენე ხოშტარიას “დროაც”. მათ უკრაინაში შეხვედრები გამართეს, მათ შორის რადაშიც, სადაც საქართველოს დროშაც გამოფინეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხარაგაულის მერიის გადაწყვეტილებით, დიალიზით მოსარგებლე პირები ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ
Next post დევების ქანდაკების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა