დევების ქანდაკების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

Read Time:46 Second

დევების ქანდაკების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 2021 წელს 282 000 ლარით დაფინანსდა.

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით , ხარაგაულის დევების ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონა შეიქმნება.

⏹? ,,პროექტის ფარგლებში ჩვენ ხარაგაულის დევების განახლებული მონუმენტი გვექნება. განახლდება მიმდებარე სკვერი, გაიზრდება რეკრეაციული ზონა, გაკეთდება მანქანების სადგომი და განათების ახალი სისტემა. ასევე, ხელნაკეთი ნივთებისთვის შესაბამისი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება რეგულარულად ან ღონისძიებების დროს მოხდეს ადგილობრივი ნაწარმის რეალიზება.
? დევები ხარაგაულისთვის, სავიზიტო ბარათია. ეს არის ადგილი, რომელიც წარსულიდან მოყოლებული, ახსოვს ყველას სტუმარს. რამდენჯერმე მოხდა მისი რეაბილიტაცია, მაგრამ ასე კომპლექსური სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა.“

საპროექტო დოკუმენტაცია ითვალისწინებს ახალი ლამპიონების, საპარკინგე
ადგილის, ხელნაკეთობებისათვის სავაჭრო სივრცის,
საინფორმაციო დაფის და სკვერის შიდა სივრცის კეთილმოწყობას.

პროექტის ფარგლებში დევების გამოსახულება მოპირკეთდება და მოექცევა დამცავ გარსში,
სკვერის ტერიტორიაზე მოეწყობა ლანდშაპტური გარე სანათები, ასევე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეო სათვალთვალო კამერები.
მოხდება სკვერის გამწვანება ბუნებრივი კორდით და ტერიტორიაზე დაირგვება დეკორატიული ნაძვის ხეები .
სატენდერო წინადადებების მიღება 28 თებერვალს დასრულდება.

 

ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ელენე ხოშტარია: უკრაინაში ჩვენი მოქალაქეების ხელმოწერები ჩამოვიტანეთ, რაც განაცხადია, რომ “ოცნება” არ არის საქართველო
Next post დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა