ხარაგაულის მერიის გადაწყვეტილებით, დიალიზით მოსარგებლე პირები ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ

Read Time:1 Minute, 6 Second

ხარაგაულის მერიის გადაწყვეტილებით, დიალიზით მოსარგებლე პირები ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ. ამ დრომდე კი დახმარება 150 ლარს შეადგენდა. სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილების შეტანის თაობაზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს.

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციიით, ხარაგაულის მერიას კარგი და მოსახლეობაზე მორგებული სოციალური პროგრამები აქვს და ამ მიმართულებით დაფინანსება გასულ წელთან შედარებით ბევრად გაზრდილია.

,,ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, არავინ დავტოვოთ უყურადღებოდ და მოვიცვათ ისეთი ოჯახები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ამჟამად მერიაში 23 სოციალური პროგრამა მოქმედებს. გასულ წელს ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, სოციალურ პროგრამას ორი სიახლე დაემატა, ვეტერანებისა და გადაუდებელი რეაგირების პროგრამა, რომელიც აქამდე ბიუჯეტში არ ყოფილა და აღსანიშნავია, რომ ამ პაკეტით ძალიან ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა. სიახლეა, რომ მიმდინარე წელს 100 წლისა და მეტის ასაკის მქონე პირებზე ერთჯერადი დახმარება 1000 ლარამდე გაიზრდება, ეს პროგრამა ამ დრომდე 500 ლარით განისაზღვრებოდა. გაზრდილია ასევე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაც. ოთხ და მეტ შვილიან ოჯახებს მერია ერთჯერადად თითო ბავშვზე 50 ლარს ურიცხავდა, წელს კი 100 ლარს. რაც შეეხება, მარტოხელა მშობლებს, ყოველ თვეში ფულად დახმარებას 50 ლარის ოდენობით მიიღებენ, ამ დრომდე კი ერთჯერადად, 200 ლარი იყო განსაზღვრული. ასევე 30 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა, უსინათლო პირების, დევნილებისა და ომის ვეტერანების ყოველთვიური დახმარება,”-განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ.

დასასრულს, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ მერია სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციებს, ა(ა)იპ-ებთან მიმართებაში მაქსიმალურად გაითვალიწინებს.

მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა ინიციატივით, რომ ა(ა)იპ-ების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები საკრებულოს სხდომებზე მოისმინონ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ელისაშვილი: შევიტანე საჩივარი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში, რაც იკადრეს “ტვ პირველმა”, “კავკასიამ” და “ფორმულანიუსმა” – იმედი მაქვს მოუწევთ ბოდიშის მოხდა კონკრეტულ ნაძირლებს
Next post ელენე ხოშტარია: უკრაინაში ჩვენი მოქალაქეების ხელმოწერები ჩამოვიტანეთ, რაც განაცხადია, რომ “ოცნება” არ არის საქართველო