დიმიტრი ხუნდაძე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი – დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე – გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე

Read Time:43 Second

„ხალხის ძალის“ წერილს გამოეხმაურა პარტიის გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წერილში საუბარია იმ საფრთხეებზე, რომლის თავიდან აცილება საქართველოს უმთავრესი ამოცანაა.

დიმიტრი ხუნდაძე პოლიტიკურის გარდა ეკონომიკურ ასპექტებზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ევროპის ეკონომიკის შესამჩნევი სტაგნაციის საქართველოზე გავრცელების ალბათობაც ასევე უნდა იქნეს თავიდან აცილებული.

„სცენარის ნაწილი იყო, როდესაც შუაგულ ევროპაში რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი გაჩაღდა. ეს ევროპისთვის არ არის პირველი შემთხვევა – სამი ომი განიცადა 2008 წლის შემდეგ.

თუ ბოლოდროინდელ ეკონომიკურ სურათს ვნახავთ, თავად ევროპის ეკონომიკა განიცდის სტაგნაციას, იმიტომ, რომ 2008 წლის შემდეგ მისი ეკონომიკა დღემდე მხოლოდ 10 პროცენტითაა გაზრდილი. თუ შევადარებთ ამერიკის ეკონომიკას, რომელიც ორჯერაა გაზრდილი, რა თქმა უნდა, დავინახავთ სურათს – ამ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ სქემაში ევროპამ საკმაოდ დიდი ზიანი მიიღო. ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ ჩვენც: ერთი – დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე – გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე,“ განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უკვე პარლამენტშია – სალომე ზურაბიშვილის მე-6 ვეტო
Next post ამინდი უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება