გიორგი ვაშაძე – მინდა, „ქართულმა ოცნებამ“ თვალი გაუსწოროს რეალობას – მათი დრო დამთავრებულია

Read Time:29 Second

„არა რუსულ კანონს!“, „არა ქართულ ოცნებას“, „არა ბიძინა ივანიშვილს“ – უკვე ყველა ერთია, – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს, რადგან მათი დრო დასრულდა.

„მე მინდა, „ქართულმა ოცნებამ“ ამ რეალობას თვალი გაუსწოროს. მათი დრო დამთავრებულია. ეს ახალგაზრდები საქართველოს მომავალი არიან, რომლებიც ევროპაში შეგვიყვანენ და ძალიან მაგარ ქვეყანას ააშენებენ. მე მათ გვერდით ვდგავარ და როგორც თქვენ აშუქებთ, ისე ვაშუქებ ჩემი „ფეისბუქ“ ლაივით. ვინც გვაპირისპირებს, ეს ბიძინა ივანიშვილია, ხოლო ეს ახალგაზრდები გვაერთიანებენ.

„არა რუსულ კანონს!“, „არა ქართულ ოცნებას“, „არა ბიძინა ივანიშვილს“ , უკვე ყველა ერთია“, – განაცხადა ვაშაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კაკაბაძე: რა ისეთი კოლოსალური შავი ფულია ჩადებული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების აყირავების ოპერაციაში, რომ მათი ჩრდილიდან გამოყვანის მცდელობა ასეთ გაცოფებულ წინააღმდეგობას იწვევს
Next post გიორგი მარგველაშვილი: არა მგონია, „ქართული ოცნებამ“ ეს კანონი გაიწვიოს, მიიღებს კანონს და მიიღებს პასუხსაც, პასუხი იქნება მათი მოშორება