თავისუფლების მოედნისა და თაბორის მთის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა დაიწყო
თბილისში, თავისუფლების მოედნისა და თაბორის მთის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ 1tv.ge წერს.
სამსაფეხურიანი საბაგიროს ქვედა სადგური თავისუფლების მოედანთან მდებარე სასტუმრო „Luxury Collection“-ის ბოლო სართულზე განთავსდება, რომელიც დაუკავშირდება ჯერ სოლოლაკის ქედზე მდებარე საკონფერენციო ცენტრის პროექტს, ბოლოს კი თაბორის ქედზე სასტუმროსა და გოლფ კლუბს.
„მნიშვნელოვანია, რომ საბაგიროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას.პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება რვაადგილიანი, 34 გონდოლა, რომლებიც საათში 1 000 ადამიანის გადაადგილებას უზრუნველყოფს. სრული პროექტის დაგეგმარებასა და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას უზრუნველყოფს ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია „დოპელმაიერი“ (Doppelmayr), ხოლო სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს ავსტრიული კომპანია „არ-ემ-ესი“ (RMS)“, – აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. საბაგიროს მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის 50 ადამიანია დასაქმებული.
“ამ პროექტის მეშვეობით, საქართველო იქნება რიგით მეორე ქვეყანა, სადაც განთავსდება შენობაში ინტეგრირებული საბაგიროს სადგური. პირველად მსგავსი პროექტი კომპანია „დოპელმეიერმა“ ჩინეთში, კერძოდ მაკაოში განახორციელა“, – აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორად დავით ფაჩულია დაინიშნა
შპს „თბილსერვის ჯგუფს“ დავით ფაჩულია უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დავით...
რა პროექტები განხორციელდა თბილისში სპორტისა და კულტურის მიმართულებით
„იმედის კვირა“ თბილისის მერიის მიერ სპორტისა და კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტებით დაინტერესდა. გადამღები ჯგუფი მერის მოადგილეს, ანდრია ბასილაიასა და კულტურის...
Le Figaro: თბილისი – აქ და ახლა, გული სითბოთი ივსება
საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა Le Figaro-მ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 10-გვერდიანი სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალში თბილისი, ქართული სამზარეულო და მეღვინეობა...
ხვალიდან ავტობუსების ნაწილი 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება
ავტობუსები - N12, N22, N58, N30, N91 და N92 ხვალიდან BMC-სა და ISUZU-ს მარკის 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ...
კახა კალაძემ თბილისის მერად მუშაობის შედეგები შეაჯამა
„ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა და რაც შეიძლება ბევრი ახალი მწვანე სივრცის შექმნა. ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში...
კახა კალაძე: ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სახეობის 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის, 51 871...