შალვა პაპუაშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ ამნისტიაში ვერ იქნება ისეთი რამ​, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება

ვფიქრობ, ბევრ საკითხს ვათანხმებთ და ვნახოთ, იქნება თუ არა ეს ერთობლივი პროექტის საფუძველი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების...

ალუდა ღუდუშაური: ვერც სახელმწიფო და ვერც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ვერ იქნებიან აწყობილი ნიკანორ მელიას ბავშვურ ახირებებსა და თამაშობებზე

საცირკო წარმოდგენას, ბავშვურ ახირებებს ემსგავსება მისი ქმედებები, რომელიც ყოველდღე სულ უფრო და უფრო აახლოვებს კომიკურ პერსონაჟთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა. მისი...

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს, კახა კუჭავას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატთან, კახა კუჭავასთან პირველი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. პარლამენტის...

3-დან 12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

3-დან 12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქმიანობები, რომლებზეც 4-11 მაისს უქმე დღეების შესახებ მთავრობის დადგენილება არ გავრცელდება. დეტალურად

გამოქვეყნდა ჯანდაცვის, ეკონომიკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანება, რომლითაც იმ მეწარმე-სუბიექტებისა და საქმიანობების ჩამონათვალია განსაზღვრული, რომლებზეც 4-11 მაისს უქმე დღეების შესახებ მთავრობის დადგენილება არ გავრცელდება. ჩამონათვალი...

ეკატერინე ტიკარაძეს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში 28 აპრილს მოუსმენენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს 28 აპრილს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა,...