ეკატერინე ტიკარაძეს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში 28 აპრილს მოუსმენენ

Read Time:33 Second

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს 28 აპრილს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე, 29 აპრილს პლენარულ სხდომაზე დეპუტატები სუს-ის ანგარიშს მოუსმენენ.

„მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა დაიგეგმა. ეს იქნება ოთხშაბათს და სუს-ის ანგარიშის მოსმენა იქნება ხუთშაბათს.

დღეს კომიტეტში იყო მოსმენები, იურიდიულ კომიტეტთან ერთად უშიშროების კომიტეტმა განიხილა სუს-ის 2020 წლის ანგარიში და ამის დასკვნების მიღების შემდეგ, იმედია, რომ შეუფერხებლად წარიმართება ეს პროცესი. ხუთშაბათს უკვე მოვუსმენთ სუს-ის ანგარიშს პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნატა მახვილაძე იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს
Next post საქმიანობები, რომლებზეც 4-11 მაისს უქმე დღეების შესახებ მთავრობის დადგენილება არ გავრცელდება. დეტალურად