ალუდა ღუდუშაური: ვერც სახელმწიფო და ვერც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ვერ იქნებიან აწყობილი ნიკანორ მელიას ბავშვურ ახირებებსა და თამაშობებზე

Read Time:46 Second

საცირკო წარმოდგენას, ბავშვურ ახირებებს ემსგავსება მისი ქმედებები, რომელიც ყოველდღე სულ უფრო და უფრო აახლოვებს კომიკურ პერსონაჟთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბატონ მელიას არ აქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა ჰქონდეს და რომელიც აუცილებელია ოპოზიციის ერთ-ერთი მძლავრი პარტიის თავმჯდომარისთვის.

ალუდა ღუდუშაურის თქმით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის შესრულებას ხელი არ უნდა შეეშალოს.

„რას ნიშნავს ერთ დღეს ერთ განცხადებას ავრცელებს, ხოლო მეორე დღეს მეორე განცხადებას. როგორც საუბარი არის და იყო ჩვენი დასავლელი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გადაუხდიდნენ გირაოს, ექნებოდა შესაძლებლობა დაეტოვებინა საპყრობილე, ამაზე ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ მისი მხრიდან როგორი აგდებული დამოკიდებულება იყო. დღეს ვხედავთ, რომ ამნისტიასთან მიმართებაში აქვს იგივე დამოკიდებულება. ვერც სახელმწიფო, ვერც ჩვენი საზოგადოება და ვერც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ვერ იქნებიან აწყობილი ნიკანორ მელიას ბავშვურ ახირებებსა და თამაშობებზე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო ბატონი შარლ მიშელის მიერ ზედმიწევნით უნდა შესრულდეს და ნამდვილად შესრულდება კიდეც“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს, კახა კუჭავას შეხვდა
Next post შალვა პაპუაშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ ამნისტიაში ვერ იქნება ისეთი რამ​, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება