შალვა პაპუაშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ ამნისტიაში ვერ იქნება ისეთი რამ​, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება

Read Time:41 Second

ვფიქრობ, ბევრ საკითხს ვათანხმებთ და ვნახოთ, იქნება თუ არა ეს ერთობლივი პროექტის საფუძველი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვთანხმდებით, მაგალითად, ერთ საკითხზე, რომელზეც გუშინაც და დღესაც ვსაუბრობდით, თავდაპირველად სპეკულაციურად აიწია, თითქოს შეიძლება, ისეთი რამ იყოს ამნისტიაში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას არღვევს, მათ შორის მაგალითები დაზიანების, რომლებიც ზოგიერთ დაზარალებულს აქვს. ამაზე კიდევ ერთხელ ავუხსენით და ვთანხმდებით ყველა, რომ რა თქმა უნდა, ვერ იქნება ამნისტია, რომელიც კონვენციას ეწინააღმდეგება.

ასე რომ, აქ სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, როდესაც დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ ჯანმრთელობა ხანგრძლივად არის შერყეული და სერიოზულად არის, ახლა კონკრეტულ მაგალითებს არ დავასახელებ, რაც სახელდება, რა თქმა უნდა, ასეთ საკითხებს არ შეეხება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში ,,ქართული ოცნების” წევრების, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისა და პარლამენტის არჩეული წევრების შეხვედრა გაიმართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალუდა ღუდუშაური: ვერც სახელმწიფო და ვერც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ვერ იქნებიან აწყობილი ნიკანორ მელიას ბავშვურ ახირებებსა და თამაშობებზე
Next post ალეკო ელისაშვილი: თან გვლანძღავდნენ და თან ერთი სული ჰქონდათ, შემოვარდნილიყვნენ პარლამენტში