ალეკო ელისაშვილი: თან გვლანძღავდნენ და თან ერთი სული ჰქონდათ, შემოვარდნილიყვნენ პარლამენტში

Read Time:39 Second

ზუსტად ვიცი, რომ ყველა შემოვა, ოღონდ ახლა „ნაციონალები“ გაჭედილი არიან და რა ქნან, არ იციან, ასე ქნან – ზიანდებიან, ისე ქნან – ზიანდებიან და ახლა წვალებაში არიან, – ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტმა სრულფასოვნად უნდა დაიწყოს მუშაობა.

„რეალურად, ამდენ ხანს ყველას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ჩვენი ლანძღვით კი არ უნდა ყოფილიყვნენ ამ თვეების განმავლობაში დაკავებულები. თან გვლანძღავდნენ და თან ერთი სული ჰქონდათ, შემოვარდნილიყვნენ პარლამენტში. კარგია, შემოვიდნენ, წყენით ლაპარაკს არ ვაპირებთ, რადგანაც ვიცოდით, რასაც ვაკეთებდით. პარლამენტმა სრულფასოვნად უნდა დაიწყოს მუშაობა და ხალხზე ვიფიქროთ. თუ არა და იმ ზღაპრების მოსმენა მოგვიწევს, რაც ახლა მორიგ ჯერზე მთავრობამ წარმოადგინა, რომ ისე გვაქვს ქამრები შემოჭერილი ამ ახალ პროგრამაში, გაწყვეტილი ვართ წელშიო. თუ არ გვინდა, ეს ზღაპრები ვისმინოთ, მაშინ ყველა უნდა შემოვიდეს და პარლამენტი უნდა იყოს ის სივრცე, სადაც ხალხის პრობლემებზე ვილაპარაკებთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ ამნისტიაში ვერ იქნება ისეთი რამ​, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება
Next post კახი კავსაძე გარდაიცვალა